წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

FiberNetwork.ge -ს გამოსაყენებელი წესები და პირობები (შემდგომში “წესები”) არეგულირებს FiberNetwork.ge-ს (შემდგომში “ვებსაიტი”) გამოყენებას. ვებსაიტით სარგებლობით და სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს.

‘Fibernetwork.ge’-ს მართავს და წარმოადგენს შპს ფაიბერნეტვორქ-ს (ს/კ:405683112) საკუთრებას. ეს დოკუმენტი მართავს თქვენს ურთიერთობას ‘Fibernetwork.ge’-სთან. წვდომა და გამოყენება, ამ ვებგვერდის, პროდუქციის და მომსახურების, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ვებგვერდზე ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს ( მომსახურების პირობები). ამ მომსახურების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ყველა მომსახურების პირობას, რომელიც შესაძლებელია განახლებული იქნას, პერიოდულად, ჩვენს მიერ. თქვენ უნდა შეამოწმოთ ეს გვერდი რეგულარულად და შეკვეთის გაფორმებისას, რათა გაეცნოთ, მომხდარ, შესაძლო ცვლილებებს. ამ ვებ გვერდთან წვდომა ნებადართულია დროებით და ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევწყვიტოთ ან შევიტანოთ ცვლილებები მომსახურებაში, გაფრთხილების გარეშე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები თუ რაიმე მიზეზით ეს ვებგვერდი მიუწვდომელი იქნება დროის გარკვეულ მომენტში. დროდადრო ჩვენ შესაძლოა, შევზღუდოთ წვდომა მთლიანად ვებ გვერდზე ან მის ზოგიერთ ნაწილზე. ეს ვებ გვერდი შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებ გვერდის ლინკებს (დალინკული გვერდები), რომლებიც არ იმართება Fibernetwork.ge-ს მიერ. Fibernetwork.ge-ს არ აქვს კონტროლი და არ იღებს პასუხისმგებლობას ლინკებზე და სხვა ნებისმიერ დანაკარგზე თუ ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას, მათი გამოყენებით. თქვენი ამ ლინკების გამოყენება ექვემდებარება წესებს, რომლებიც მოცემული იქნება თითოეულ დალინკულ ვებ გვერდზე.

შპს ფაიბერნეტვორქ-ი არის კომპანია, რომელიც გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

  • ქსელის მონტაჟი (ლოკალური და ფართო ქსელების დაყენება).
  • კამერების მონტაჟი (უსაფრთხოების სისტემების დაყენება და გამართვა).
  • ოპტიკური ქსელის მონტაჟი (GPON და სხვა ოპტიკური ქსელების პროექტირება და მონტაჟი).
  • დაშვების სისტემის მონტაჟი (კონტროლის და უსაფრთხოების სისტემების დაყენება).
  • პროექტირება (ქსელური და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის პროექტირება).

ასევე ვყიდით შემდეგ ტექნიკას:

  • აქტიური ქსელური აპარატურა (მარშუტიზატორები, როუტერები, გადამცემები და სხვა).
  • უსაფრთხოების კამერები (IP და ანალოგური სისტემები).
  • დაშვების კონტროლის სისტემები (ელექტრომაგნიტური საკეტები, ბარათები და სხვა).

მომხმარებლის ვალდებულებები

  • მომხმარებელი ვალდებულია ვებსაიტის გამოყენებისას დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
  • არ არის ნებადართული ვებსაიტზე არასწორი ინფორმაციის დატოვება, თაღლითობა ან სხვა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.
  • აკრძალულია ვებსაიტის კოდის ან კონტენტის უნებართვო კოპირება და გავრცელება.
  • არ არის ნებადართული უნებართვო რეკლამირება და სპამის გავრცელება.
ჩვენ არ ვიქნებით პასუხიმგებელი რაიმე სახის დანაკარგსა თუ დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია ვირუსით ან სხვა ტექნოლოგიურად საზიანო მასალის გავრცელებით, რამაც შესაძლოა დააინფიციროს თქვენი კომპიუტერული მოწყობილობა, პროგრამა, ინფორმაცია თუ სხვა საკუთრება, ამ ვებგვერდის გამოყენების ან რაიმეს ჩამოტვირთვის ან სხვა ლინკზე გადასვლის გამო.

შეკვეთის გაფორმება და მომსახურება

  • შეკვეთების მიღება ხდება ონლაინ ან სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ.
  • მომსახურების ფასი და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, პროექტის სპეციფიკაციის მიხედვით.
  • მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მომსახურების მისაღებად.
  • კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე, თუ შეკვეთა ეწინააღმდეგება მის პოლიტიკას ან შეუძლებელია მისი შესრულება.

გარანტია და პასუხისმგებლობა

  • შპს ფაიბერნეტვორქ-ი უზრუნველყოფს გაყიდული პროდუქციისა და სერვისების გარანტიას შეთანხმებული ვადით.
  • მომსახურების ფასი და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, პროექტის სპეციფიკაციის მიხედვით.
  • კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დაზიანება ან ხარვეზი გამოწვეულია მის მიერ გაწეული მომსახურების ან გაყიდული პროდუქციის დეფექტით.
  • კომპანია არ აგებს პასუხს მესამე მხარის მიერ გამოწვეულ ზარალზე ან მომხმარებლის არასწორ გამოყენებაზე.

კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა

  • მომხმარებლის პირადი მონაცემები დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • კომპანიის სერვისების გამოყენებისას მომხმარებელი თანხმდება, რომ მისი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მომსახურების უზრუნველსაყოფად.
  • მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

წესების ცვლილება

FiberNetwork.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს წესები და პირობები. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებსაიტზე და მომხმარებლების ვალდებულებაა გაეცნონ განახლებულ პირობებს.

ამ წესებისა და პირობების მიღებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით მათ.